საქართველოს რკინიგზამ სახელფასო ფონდი 239 მილიონ ლარამდე გაზარდა

საქართველოს რკინიგზამ სახელფასო ფონდი 239 მილიონ ლარამდე გაზარდა

საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა რომლის თანახმადაც კომპანიაში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 42 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 239 მილიონ ლარს მიაღწია.

დასაქმებულთა რაოდენობით საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა. კომპანიაში 12 ათასამდე ადამიანი მუშაობს, შესაბამისად კომპანიაში 2023 წელს საშუალო დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება 1660 ლარს შეადგენდა.

2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 47 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით შემცირდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი და მან 627 მილიონი ლარი შეადგინა.

თუმცა გაცილებით უფრო მეტად, 79%-ით, ანუ 310 მილიონი ლარით შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რამაც მხოლოდ 87 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების შემცირება ძირითადად კომპანიის მოგების სტრუქტურის ცვლილებით არის განპირობებული. საქმე ისაა, რომ 2022 წელს საქართველოს რკინიგზის მოგება ძირითადად განპირობებული იყო არა კომპანიის საოპერაციო საქმიანობით, არამედ ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიერ გამოწვეული კურსთაშორისი სხვაობით. ამის გამო უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ვალის ლარებში არსებული ღირებულება შემცირდა, ეს კი ფინანსურ ანგარიშში 219 მილიონი ლარის მოგებად აღირიცხა. შესაბამისად, 2022 წელს რკინიგზის მოგების ნახევარი სწორედ ლარის გაცვლითი კურსის ეფექტს უკავშირდებოდა. 2023 წელს კი ლარის კურსის ასეთივე გამყარება არ მომხდარა, რის გამოც საქართველოს რკინიგზას ამ წყაროდან მოგება არ მიუღია, შესაბამისად კომპანიის ₾87-მილიონიანი მოგება, ძირითადად, საოპერაციო საქმიანობას ასახავს.

მთლიანობაში 2023 წელს საქართველოს რკინიგზა 13.6 მილიონ ტონა ტვირთებს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 8.2%-ით ნაკლები იყო. ტვირთნაკადის კლების მიუხედავად, 2023 წელს საქართველოს რკინიგზამ მასში დასაქმებულთა ანაზღაურებები გაზარდა.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების…

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…